კლუბის წესდება
1. კლუბი დაფუძნებულია 2015 წლის ოქტომბერში
განუსაზღვრელი ვადით, მოსწავლეებში
და მოსახლეობაში სამოქალაქო ცნობიერების
ამაღლების მიზნით.
2. სამოქალაქო კლუბი
„მომავლის თაობა“ 2017 წლამდე იმუშავებს PH
International- ის მიერ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
(USAID)-ის მხარდაჭერით და დაფინანსებით, ხოლო 2017 წლიდან
სასკოლო კლუბი გააგრძელებს მუშაობას საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში.
3 . კლუბს აქვს სახელწოდება და ლოგო.
4.კლუბს ჰყავს მეურვე მასწავლებელი(შემდგომში ხელმძღვანელი)
კლუბის მიზნები
1 . მოსწავლეთა ინიციატივების აღმოჩენა და მათი მოქალაქეობრივი უნარების განვითარება.
2 . საზოგადოებისა
და ქვეყნისთვის აქტუალური პრობლემების ამოცნობა და საკუთარი ჩართულობით მათ გამოსწორებაზე
ზრუნვა;
3. საზოგადოებისათვის სასარგებლო სამოქალაქო და
სოციალური აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.
4. მოსწავლეთა ინიციატივების კვლევების სახით განხორციელება.
5.კულტურული ღონისძიებების ორგანიზება სკოლაში.
6. ტრენინგების ორგანიზება მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლების გზით.
7. პრესრელიზების
გამოცემა, პრეზენტაციების გაკეთება, გამოფენების მოწყობა და ფოტორეპორტაჟების გაკეთება.
8. ინტერნეტსივრცეში ინფორმაციის გავრცელება.
9. სამოქალაქო ცნობიერების გაზრდა მოსწავლეებში და მოსახლეობაში.
10. სამოქალაქო აქტივობებში მოხალისეობის საფუძველზე ჩართულობისა მნიშვნელობის გაცნობიერება და დემოკრატიის პრინციპების საფუძველზე მოქმედების საჭიროების დანახვა;
კლუბში გაწევრიანება
1 . კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია.
2. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს საბაზო
და საშუალო კლასის მოსწავლე,რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს.
3. კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს
კლუბს წერილობითი ფორმით განცხადებით.
No comments:
Post a Comment