სამუშაო გეგმა


თარიღი
აქტივობა/თემა
აქტივობის მოკლე აღწერა
01.10
საინფორმაციო შეხვედრა კლუბის წევრებთან. მოლოდინების განსაზღვრა.
მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას კლუბის მუშაობის განრიგის, მისი მუშაობის ფორმების შესახებ. გაეცნობიან კლუბის წევრების მოვალეობებს და ფუნქციებს.
08.10
კლუბის გეგმის განხილვა, კლუბის ატრიბუტიკის შერჩევა. არჩევნების ჩატარება.
მოსწავლეებს კლუბის კურატორი გააცნობს მუშაობის გეგმას. მოსწავლეები ინტერნეტიდან შეარჩევენ სურათს, რომელსაც კლუბის ლოგოდ გამოიყენებენ. მოიფიქრებენ სლოგანს.
15.10
დასუფთავების აქცია
მოსწავლეები დაასუფთავებენ სკოლის ტერიტორიას და მის შემოგარენს.
22.10
„ჩემი ოჯახი“
მოსწავლეები ისაუბრებენ ზოგადად ოჯახზე, ოჯახურ ტრადიციებზე. გაესაუბრებიან მოწვეულ სტუმარს. სიტყვა „ოჯახს“ განიხილავენ სხვადასხვა კონტექსტში. მაგ: კლასი, თანამშრომლები, და სხვა.
29.10
ბავშვთა უფლებების კონვენციის გაცნობა.
მოსწავლეები გაეცნობიან ბავშვთა უფლებების კონვენციას, ყურადღებას გაამახვილებენ მუხლებზე, რომელიც ხშირად ირღვევა, ისაუბრებენ მიზეზებზე და გამოსწორების გზებზე.
05.11
ფილმის „ყვირილი“ ნახვა ბულინგის თემაზე და განხილვა.
მოსწავლეები ნახავენ გერმანულ მოკლემეტრაჟიან ფილმს „ყვირილი“. ისაუბრებენ ბულინგსა და მისი აღმოფხვრის გზებზე.
12.11
გენდერული თანასწორობის საკითხები
მოსწავლეები ისაუბრებენ საკუთარ დამოკიდებულებაზე გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით. მოიყვანენ მაგალითებს იმის დასამტკიცებლად, რომ სქესით არ იზომება შესაძლებლობები.
19.11
„აღზრდის პრობლემები“
კლუბის წევრები გაიყოფა ორ ჯგუფად. ერთი ჯგუფი წარმოადგენს მშობლებს რომელთაგან ნაწილი მკაცრად ზრდის შვილებს, ნაწილი კი სხვამიდგომებს იყენებს. მეორე - შვილებს, კლუბის კურატორი - ბავშვთა ულებედამცველ ორგანოს. გაიმართება დებატები თემაზე „აღზრდის პრობლემები“. კლუბის მუშაობას დაესწრებიან მშობლები და სასკოლო საზოგადოება სურვილის მიხედვით.
26.11


 იმიტირებული სატელევიზიო გადაცემის მომზადება და დადგმა
მოსწავლეები მოამზადებენ იმიტირებულ სატელევიზიო გადაცემას, რომელშიც წამოწევენ ბულინგის პრობლემას.   ამავე თემაზე დაამზადებენ ბუკლეტს, როგორ უნდა მოიქცეს ბულინგის მსხვერპლი. ცნობიერების ამაღლების მიზნით გაავრცელებენ მოსახლეობაში.


No comments:

Post a Comment